ჩემი ბლოგი - ,,რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ"

განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე. ვქმნი ბლოგს, რადგან ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩემს ბლოგზე გამოქვეყნებული ყველა სიახლეს თუ ინფორმაციას მითითებული აქვს შესაბამისი წყარო და ლიტერატურა, რომელიც გამოვიყენე

>> „რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“ - კონკურსი მოსწავლეებისათვის 
წელს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავი აღინიშნება. მნიშვნელოვანია, რომ იუნესკომ 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებს ორი სახის კონკურსის ჩატარებას სთავაზობს: პროექტების კონკურსს თემაზე „რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“ და ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიულ თემაზე შექმნილი ბლოგების კონკურსს.