ექსპედიცია

bullet_2.gif - (1K)

1907 წლის პირველი ივლისს ექსპედიცია თბილისიდან ყარსში გაემგზავრა ყარსიდან ბუღა-ტოპის უღელტეხილით ნიაკომში გადავიდნენ და პირველი ბინა კოლაში დაიდეს. 

ექსპედიზიაზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა დადაშენის ეკლესიამ, რომლის მხოლოდ ნანგრევებიღა იხილეს. ეს გუმბათიანი ლამაზი ეკლესია, რომელსაც საგანგებოდ იხსენბებს და აქებს ვახუშტი ბატონიშვილი, ისე იყო იავარქმნილი, რომ მისი აგეგმვაც ვერ მოხერხდა. შემდგომი ძეგლები, რამაც ექსპეციის ყურადღება მიიქცია, იყო დორთკილისა, კოლას ერთ-ერთ ბორცვზე გაშენებული ოთხი ეკლესიის ნანგრევი, აგრეთვე სოფელ ოკამის, ტახტოკრანის, ჯიჯორის, თურქაშენის, მუზარეთის, არგნისის, უჩ-კილისას, სამუთის კალკოსის ლაგასტანის ეკლესიები, რომელთაგან უმრავლესობა ნანგრევებად იყო ქცეული.

არტაან-კოლას გზატკეცილის გავლით ექსპედიცია აგუნდარაში ჩავიდა. ესაა კოლას ბოლო სოფელი, სადაც გზატკეცილიც მთავრდება და იწყება აგუნადარის უღელტეხილი, რომელიც ოლთისის ოქლში გადდის. ექსპედიცია ამ გზას გაჰყვა.

ექსპეციამ დაწვრილებით შეისწავლა ბანას სახელგანთქმული ტაძარი. ექვთიმეს მიაჩნია, რომ ბანა ზვართნოცის ტიპის ნაგებობაა: ,,მაგრამ ბანა იჩენს ისეთ თავისებურებას, ისეთ გადამუშავებას შინაგანი კონსტრუქციისა სამ სართულიანი პატრონიკეტა მოწყობით, რომ ის უნდა ჩაითვალოს უაღრესად განვითარებად, გაუმჯობესებად ძირითადი გეგმისა, ძირითადი გეგმისა, ძირითადი ტიპისა"