პირველი ნაბიჯები

bullet_2.gif - (1K)

80-იანი წლების თბილის, რომელიც ექვთიმემ სამოღვაწეოდ  აირჩია, სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში გარდატეხის ზღურბლთან იდგა.

ფეოდალურ-ბტონყმური ურთიერთობის ლიკვიდაციამ 60-იან წლებში, ქალაქს სახე შეუცვალა. მან თანდათანობით ბურჟუაზიული იერი მიიღო: იზრდებოდა ხელოსნობა და ვაჭრობა, ვითარდებოდა ახალი საქარმოო წამოწყებანი, ახალი სააქციო საზოგადოებანი. გაღატაკებული სოფლებიდან ქალაქს მოაწყდა დიდძალი უმიწაწყლო გლეხობა, რომელსაც შიმშილის საფრთხე აიძულებდა თავისი სამუშაო ძალა ბაზარზე გაეყიდა. ასე ივსებოდა რიგები საქართველოს მუშათა კლასისა, რომელსაც შემდეგ გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა არა მარტო თბილისის, არამედ მთელი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების გარდაქმნისათვის ბრძოლაში. პროლეტარიატის რიცხვის ზრდა ქალაქის ინტენსიურ გაფართოებას იწვევდა. ჩნდებოდა ახალი განაპირა უბნები, ახალი ქუჩები, ცხადია, ღარიბი და გაუწყობელი. იზრდებოდა კონტრასტი ბურჟუაზიულ ცენტრსა და პროლეტარულ გარეუბანს შორის.

ექვთიმე ერთი თვის ჩამოსულიც არ იყო თბილისში, რომ საკუთარი თვალით ნახა ქართველი ხალხის ეროვნული პროტესტის მძაფრი გამოვლინება. ასეთ ვითარებაში ახალგაზრდა, ენერიგული, ისტორიის ცოდნით აღჭურვილი პედაგოგი ფრიად საჭირო ძალა იყო.  სათავადაზნაურო სკოლაში ექვთიმეს მუშაობის დაწყებიდანვე შენიშნეს კოლეგებმა მისი ფართო განათლება და ერუდიცია. ამიტომაც მოხდა, რომ თბილისში ჩამოსვლისთანავე, 1888 წლის მაისში, ექვთიმე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრად აირჩიეს. საზოგადოების გამგეობის წევრად არჩევამ ექვთიმე თაყაიშვილი მორალურად დაავალდებულა და წააქეზა თავისი, როგორც ისტორიკოსის, ცოდნა ამ ხელნაწერთა მეცნიერული სისტემატიზაციისთვის მოეხმარებინა. სწორედ იმ ხანებში საზოგადოების მუზეუმს დიდძალი განძეული შეემატა. ეს იყო თავად მანგრელსკის (დადიანის) შემონაწირავი ფონდი, რომელიც გორდიდან პირადად ჩამოიტანა ილია ჭავჭავაძემ.