ცხოვრების გზაზე

bullet_2.gif - (1K)

 

დადგა 1876 წელი. საახალწლოდ ლიხაურში ქუთაისიდან სტუმრად ჩავიდა ექვთიმეს უფროსი ძმა ნიკო, რომელიც იქ ,,უჩებნაია კომანდაში" მსახურობდა. ძმა ნათლისღებამდე დარჩა. საუბარი ექვთიმეს ბედასც შეეხო და ნიკომ ბიძებსა და მეურვეს აღუთქვა, რომ ძმას ქუთაისში წაიყვანდა. თუ მისთვის სახარჯოდ 100 მანეთს გაიღებდნენ. იანვრის შუა რიცხვებში ძმები ,,ტროიკით" - ჩოხატაურ-სამტრედიის გზით ქუთაისისაკენ გაემგზავრნენ. სუსხიანი ზამთარი იყო, ექვთიმესთვის თბილი საზამთრო ტანისამოსის დამზადება არავის გახსენებია და ამ სიცივეში ძმას პარუსინის ხალათით გაჰყვა. ჩოხატაურ-საჯავახოს გზაზე ისეთი თოვლი იდო, რომ ,,ტროიკით" მოგზაურობა აღარ შეიძლებოდა. ექვთიმეს მოხუცებულობაშიც ახსოვდა ის საშინელი ღამე, საჯავახოს სადგურში რომ გაათია. ..ჩემ ძმას არ მოუცდია დიდხანს სადგურის საბინადრო ოთახში, მოსვლისთანავე სტუმრად წავიდა ერისთავებში. ჩემთან დარჩა ერთი ჩვენი თამაგზავრთაგანი ჩემი ძმის უფროსის, პრინცის მოსამსახურე, გვარად, თუ არ ვცდები, ანდღულაძე, კარგი ახალგზარდა. თბილად იყო ჩაცმული, ნაბადიც კი ჰქონდა, მაგრამ სიცივე მაინც აკანკალებდა და აბა, მე რაღა დამემართებოდა? სტუმრად წაბრძანებულს ჩემს ძმას ჩემი თან წაყვანა არ მოუსურვებია - რცხვენოდა ჯერ ერთი იმისი, რომ არ მეცვა რიგიანად და მერმე, როგორც ვთქვი, კოჭლი ვიყავი. ჩემი სიკოჭლე დამამცირებლად მიაჩნდა თავის თავისთვის თავადებში გამოსაჩენად. ეს მე კარგად ვიცოდი და არც ვუთხარი წამიყვანე-მეთქი. ღამე გავატარე მთლად კანკალში და უცნაურია, როგორ გადავრჩი?! ძილი სულ არ მომკიდებია, ხანდახან ანდღულაძის ნაბდის კალთით ვსარგებლობდი ჩასათბუნელბლად, მაგრამ ეს მიშველიდა რამეს? თვითონ პატრონსაც იმდენს არასა რგებდა მთელი ნაბადი და ჩემთვის ერთი კალთა რა იქნებოდა? მეორე დღეს მობრძანდა ჩემი ძმა: კაი გუნებაზე გახლდაY, დრო კარგად გაეტარებინა, ბევრი ესვა"